|
2023-12-11 13:10:47, 872 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, იმაზე ახლოს იქნება EU-სთან, ვიდრე როდესმე
ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე როდესმე, მათ შორის, საქართველო,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმე მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, თქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი კვირის ბოლოს მისაღებ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. "აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც პარასკევს იქნება მიღებული. ვფიქრობ, ამის შემდეგ აღმოსავლური პარტნიორობა სულ სხვაგვარი იქნება. რა მხრივ სხვაგვარი, ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა. ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო",- განაცხადა ლანდსბერგისმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)