|
2023-12-11 12:14:59, 914 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩო დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
ბაჩო დოლიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ახალი მოძრაობის დროა". "ვტოვებ "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი",- ამბობს დოლიძე. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა. 5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა, ხოლო 7 დეკემბერს, კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმაც მიიღო. ამავე დღეს, პარტიიდან წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. გუშინ, 10 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამაც დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)