12:26 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 17:38:23, 743 ნახვა

პოლიტიკა
მურთაზ ზოდელავა - ვტოვებ ენმ-ს და ნიკა მელიას მოძრაობას ვუერთდები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც ზოდელავამ "მთავარი არხის" ეთერში თქვა,  ის პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოძრაობას უერთდება.

ზოდელავას თქმით, ბევრი ადამიანი, "ვინც ახლა ორჭოფობს, მალე მიხვდება, რომ დღევანდელი მენეჯმენტის პირობებში პარტიაში სისუფთავის, წესიერების, მართალი პოლიტიკის ადგილი არ არის".

"მოვუსმინე ნიკა მელიას და ეს მოლოდინი მქონდა, ცხადია. მთავარი ის არის, რომ მე დავინახე შესაძლებლობა, ჩავერთო იმ პროცესში, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვუერთდები, ცხადია, ამ მოძრაობს, ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი... "ნაციონალური მოძრაობა", მე მგონი, ისედაც არაერთგზის დამატოვებინეს, თუ როგორც იყო. ცხადია, რომ ვუერთდები ამას ნიშნავს, რომ ვტოვებ",- განაცხადა ზოდელავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics