11:54 - 29 Sep, 2026
|
2023-12-08 10:04:30, 1015 ნახვა
სამართალი
სააგენტო - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვავლინეთ
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი. „ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
ყალბი ცნობით 20 600 კგ დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ – საგამოძიებო
შელაპარკებისას პირმა უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრა - იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)