|
2023-12-07 17:02:39, 554 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გახარიაზე - ასეთი „ფეიკ-კამპანიით“ ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას - ვერ ხვდება, რომ მატყუარებს და მოღალატეებს ქართველები ვერ ვიტანთ
გახარიას, მოღალატე ადამიანს არაფერს ვუპასუხებ. თქვენ გიპასუხებთ, რომ გახარიას ეს პოზიცია არის ყველაზე მდაბიო, ბინძური ფეიკი, რომელიც გამოიგონა იმიტომ, რომ გუშინწინ თუ იმის წინ დააბრეხვა რაღაც ოცდახუთი ადამიანიო და ორი დღე ვაწვებოდით, უკაცრავად ჟარგონისთვის, გამოექვეყნებინა სია და გამოაქვეყნა სისულელე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას გუნდის მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, გიორგი გახარია "დღემდე აგრძელებს ღალატს და ასეთი ბინძური კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას". მისივე თქმით, "ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ, როდესაც თურმე თამაშობდა და თამაშის პირობებში ლაპარაკობდა სიმართლეს, რაც იყო ქვეყნისთვის მომგებიანი და პოზიტიური". „წარმოუდგენელი სისულელე გამოაქვეყნა. მოუწია, იმიტომ, რომ ეგონა დარჩებოდა ისე. თან პიარულად რა სისულელეებს აკეთებენ. წარმოიდგინეთ, ოცდახუთი მგონი მისი საარჩევნო ნომერია, თან იფიქრა, ჩემს ნომერს გავარეკლამებო ქვეცნობიერად, ოცდახუთ სიტყვას ჩავდებო და თან ოცდახუთ ოჯახს დავაბრალებ, არავინ მკითხავს სახელ და გვარებს და ვიძახებ მთელი წელიო. მერე მოვუწოდეთ, აბა თქვი ვინ არის ეს ოცდახუთი და ილაპარაკა სისულელეები. ღალატის ნაწილია, ადამიანი აგრძელებს ღალატს დღემდე. გუნდში იყო, საუბრობდა სწორ რაღაცებს, თურმე მაშინაც თამაშობდა. შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ადამიანსო ხომ გაგიგიათ, მას არ ჰქონია საერთოდ შუბლის ძარღვი რა გაუწყდებოდა და ასეთი ბინძური, ფეიკ კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას და იმას კი ვერ ხვდება, რომ მატყუარებს და მოღალატეებს ქართველები ვერ ვიტანთ და ეს არის სიმართლე. იყოს თავისთვის, კი ბატონო, ამ ქვეყანაში არავინ არაფერს დაუშავებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოღალატეს, მატყუარას და თაღლითს აღიარება ვერ ექნება ვერასდროს და ამით თუ უნდა ფონს გავიდეს ვერ მივართვით, რომ გახარია ღალატის და ტყუილების ფონზე გახდეს ავტორიტეტული. ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ, როდესაც თურმე თამაშობდა და თამაშის პირობებში ლაპარაკობდა სიმართლეს, რაც იყო ქვეყნისთვის მომგებიანი და პოზიტიური. ახლა, როცა თავის თავი გამოაჩინა ადამიანმა, რა დარჩა მისგან ძალიან კარგად ხედავთ“,- განახადა მამუკა მდინარაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)