|
2023-12-07 16:52:44, 634 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - სინამდვილეში ეს არის „ომის პარტიის“, იგივე ენმ-ის ერთი დიდი კლასტერი - უთავბოლო ხაბეიშვილი, მგონი, განტევების ვაცი გახდა
ფოტო ნახეთ ლევან ხაბეიშვილის? ეს უთავბოლო ხაბეიშვილი, მგონი, განტევების ვაცი გახდა, თუ როგორ როლში ჩააყენებენ, არ ვიცი. სინამდვილეში, იცით რა ხდება? ვერ იტანენ ერთმანეთს, ეს ბუნებრივად დააჯდა მათ როლებს, თორემ, რომ ვერ იტანენ და ჭამენ ერთმანეთს და მოპარულ ფულებს ვერ იყოფენ, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რომ მათ საბოლოო ჯამში არავინ ეკითხება, ვინ სად გადავა, ვინ როგორ დაიშლება,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით, ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" "დიდი კლასტერია", რომელშიც "ყველა საკუთარი დავალების შესაბამისად მოქმედებს". "არ შეიძლება, იმ ინფორმაციის და იმ ლოგიკის არგახმოვანება, რომ მათ ყველას აქვთ დავალებები: გახარიამ უნდა უღალატოს საკუთარ გუნდს და შემდეგ დარტყმები უნდა მიაყენოს, რაღაცები უნდა მოიგონოს და მოღალატე გახარიას ფაქტორმა უნდა იმუშაოს 2 პროცენტზე მაინც. "ლელომ" შუაშისტური უნდა ითამაშოს და სალომე ზურაბიშვილთან ერთად, მმართველ გუნდს დარტყმები სხვანაირად, ფსევდო-შუაშისტურად უნდა მიაყენოს, "ნაცმა" უნდა "ინაცოს" და ა.შ. ეს არის მათი როლები, რომელიც დაავალეს და სინამდვილეში ეს არის ომის პარტიის, იგივე "ნაციონალური მოძრაობის" ერთი დიდი კლასტერი, რომელ კლასტერშიც მოქმედებენ დავალებების შესაბამისად", - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციის საბოლოო მიზანია "ფსევდო-შუაშისტების" მიერ მოსახლეობის ხმების წაღება და არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა, რაც მმართველი პარტიის მაღალი რეიტინგის გამო, შეუძლებელია. "დავალებების შესაბამისად ხდება ახლა დაშლა, იმიტომ, რომ საბოლოო მიზანია "ნაცების", ანუ "5-იანის ფაქტორის" გავლენა დარჩეს "5-იანის" ფაქტორზე, 10-12%ის ფარგლებში და დანარჩენებმა მათი ხმები წამოიღონ და ე.წ. "ფსევდო-შუაშისტებმა" მოახერხონ მათთან ერთად არჩევნების შემდეგ კოალიციის დალაგება, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად გამორიცხულია. როდესაც 50 პროცენტს მნიშვნელოვნად აჭარბებს მმართველი პარტიის რეიტინგი, მერე იქ რაც არ უნდა ერთმანეთში ჩაენაცვლონ, გამორიცხულია და ვერც როლების გადანაწილება უშველის ამ ამბავს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)