13:19 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:29:15, 700 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა

თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,- ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას. 

თბილისის მერის განცხადებით, ის გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობის და შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით. 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე  ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოსვლის რესურსი აქვს. 

„ზოგადად, ასეთ შეხვედრებს ჩვენ მივესალმებით. სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის თემას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვერავინ და ვერც მოსახლეობას დააძალებს ვინმე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომელიც ქვეყნდება. შეიძლება, ბევრი საეჭვო  დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც დღეს ვგრძნობთ და მე ბევრჯერ მითქვამს, 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორიც აქვს დღეს. 

მე გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics