|
2023-12-05 19:48:33, 982 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს
შეგვიძლია მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ინფლაციის მონაცემები და ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც ფასები შემცირდა, იყო სასურსათო პროდუქტები. „არც პურზე ველოდებით ფასების ზრდას, პირიქით, ეს წნეხი მოსახლეობას მოეხსნა", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაზის კომერციულ ნაწილში ხდება ფასის ცვლილება და ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი - ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. „ეს არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას, ამას აქვს ირიბი ასახვა ინფლაციაზე. გაზის ფასი იცვლება ხოლმე და წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება, უფრო მეტი შემცირება, ვიდრე ახლა არის ზრდა მოსალოდნელი იანვრის თვის დასაწყისიდან. ასე, რომ რომ შემცირების ეფექტი უკვე იყო ასახული ეკონომიკაზე" - განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება პურის სექტორს. მისივე ინფორმაციით, ხდება 4 თეთრიანი კომერციული გაზის ტარიფის მატება, რაც კომპანიამ დაანონსა და შესაბამისად, იმ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ქმნიდა. „ამაზეც არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ ანუ არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და უმნიშვნელოა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)