|
2023-12-05 16:21:15, 600 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება
უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევით ვიმყოფებით უნგრეთში, დღეს ვიწყებთ სამუშაო ვიზიტს, შევხვდებით თავად ვიცე-პრემიერს, პარლამენტის თანამდებობის პირებს, ასევე გვექნება შეხვედრა ევროპულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, პარტნიორი პარტიის ხელმძღვანელებთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. „კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან, რათა ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას, ამ თემაზეც გვექნება საუბარი ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან“,- განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, უნგრეთი არის საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. „ეს ყველასთვის არის აბსოლუტურად ცხადი და ნათელი, ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. ზოგადად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები. როდესაც თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის განსაკუთრებულად ძლიერი“,- განაცხადა კობახიძემ.
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)