|
2023-12-04 17:42:47, 826 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - ნოემბერში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე
ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ის 0.2%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. ცინცაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ აპრილის თვიდან საქართველოში ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე. „ეს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს - ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა", - დასძინა ცინცაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)