06:22 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 15:40:11, 578 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - „ნაცმოძრაობად“ წოდებული კომუნისტური პარტია, არ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში

ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ არის მწვერვალი, ჩვენთვის მწვერვალი იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესის წარმოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მისასალმებელია „კონსტრუქციული ოპოზიციის“ მზაობა, ჩაერთოს ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულების პროცესში. 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ შედის.

„მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც როგორც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესში იყო აქტიურად ჩართული, ახლაც დააანონსა, რომ შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც არა მხოლოდ მიმდინარე წელს მოიცავს, არამედ გაწერილია 2024 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებულს, რომელიც ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიშალა და ეს ეპითეტებიც მათთვის ზედმეტია, იმიტომ, რომ ფრჩხილადაც არ ღირან იმ ბოროტი გენიების, რომლებიც წარმოადგენენ ბოლშევიკებს და მენშევიკებს. რა თქმა უნდა არ ჩაერთვებიან [9 დათქმის შესრულების პროცესში], დაიჯერეთ, ადამიანებო, მეტი როგორ გითხრათ, არ სურთ, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არ სურდათ ვიზალიბერალიზაცია მოგვნიჭებოდა. მათ საერთოდ არაფერი სურთ, ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა - ამაზე იდგენენ და ამ ზნეს და ამ ჩვეულებას ისინი ვერ მოიშლიან. შესაბამისად, იქნება ეს 9 დათქმა, 12 რეკომენდაცია თუ სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ მიზანი იქნას მიღწეული, ამ ხალხს მორიელსაც ვერ შეადარებ, კუს რომ გადაჰყავს მეორე ნაპირზე. ეს ხალხი არიან მავნებელი სამშობლოს მტრები“,- განაცხადა ოდიშარიამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი