|
2023-12-01 20:21:48, 853 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი და ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს მაღალი რანგის სტუმარს შეხვდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე. "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ეკონომიური გუნდის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ADB-სგან იღებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მათ შორისაა: საგზაო, რეგიონული და მუნიციპალური, ურბანული, ენერგეტიკისა და განათლების პროექტები. ხაზი გაესვა ADB-ის როლს კერძო სექტორის განვითარებაში. მინისტრებმა მაღალი რანგის სტუმარს გააცნეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკური, ისე ტურისტული პოტენციალის გაზრდისკენ, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნების მშენებლობის კუთხით, აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარების საქმეში, ასევე, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც მომავალი წლის მაისში თბილისი უმასპინძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)