2023-12-01 16:21:41, 937 ნახვა
რეგიონი
„გასტრო ბათუმზე“ სპიკერებად ბელგიელი, ფრანგი, ლატვიელი და თურქი შეფებია მოწვეული
![]() ბათუმის პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმში „გასტრო ბათუმი“ მონაწილეობას მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ლატვიიდან მიიღებენ. მათთან ერთად ადგილობრივი მზარეულებისა და გასტრონომიულ ტურიზმში დასაქმებული პირებისთვის მასტერკლასებს თურქი და ქართველი შეფები ჩაატარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს. აღნიშნულის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის FERRANDI Paris შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, საფრანგეთის კულინარიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2015-2019 წლებში) და ბელგიის რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტი (2015-2019 წლები) რონალდ დებუსტი, ბრიტანეთსა და საფრანგეთში ორ-სამ მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფ-მზარეული არტურ ლინკევიჩი. ფორუმზე სპიკერებად ასევე მოწვეულების არიან PALOMA finesse hotels აღმასრულებელი შეფი, ილჰან ონაი თურქეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. „მოწვეული შეფები და რესტორატორები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის ჩაატარებენ ხორცის, თევზისა და სანელებლების მომზადების მასტერკლასებს, ასევე ისაუბრებენ გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკი- ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და ახლა შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი
რუბიო - ახლა რუსეთმა მშვიდობის სურვილი უნდა გამოიჩინოს
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
ცნობილია დოჰაში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის დეტალები
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაში![]() შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
![]() ცნობილია დოჰაში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის დეტალები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|