|
2023-11-30 18:23:29, 805 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. "კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)