|
2023-11-30 17:56:27, 750 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება. მისი თქმით, "უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა". როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლება კი არა, არც ხალხი ხვდება. „ადამიანი, რომელიც იმსახურებს, რომ პრეზიდენტი აღარ ვუწოდოთ და ფორმალურად ამ ადგილს მაინც იკავებს ჯერჯერობით, ლაპარაკობს უნდობლობისგან გამოწვეულ წყენაზე. უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა. გასაგებია, ჩვენი გავლით და მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე. ერთი განსხვავება დამისახელეთ, რა არის მისი და ნაცების მესიჯბოქსში განსხვავება. მაგალითად პოპულიზმი - მაშინ, როდესაც ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გამოსცა, ამის შემდეგ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, კანდიდატის სტატუსი მოგვეცითო, რაღად უნდოდა სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ამას. პოპულიზმის იქით რა მიზანი აქვს, როდესაც ევროკომისია გამოსცემს პოზიტიურ რეკომენდაციას, თქვენ თვითონ გეცინებათ სიტყვა სიმბოლურზე, პოპულიზმის გარდა ეს სიმბოლიზმი რას ემსახურება?„ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, "ქართულმა სახელმწიფომ, იმის მიუხედავად, რასაც „ნაცები“, მისი კლასტერი, ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, შეძლო პოზიტიური რეკომენდაციის მიღება". „პოლიტიკური განაცხადი არის ძლიერი, ევროპული, ეროვნული ქართული სახელმწიფო, რომელმაც იმის მიუხედავად, რასაც ნაცები, მისი კლასტერი, ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი ტელევიზიები აკეთებენ საქართველოში, შევძელით პოზიტიური რეკომენდაციის მიღება და კანდიდატის სტატუსთან ამით მივედით. თქვენ რომ რუსულ პრესას ეცნობით დილაობით და შემდეგ სიმონიანის კომპლიმენტებით აგებულ ნარატივს მთელი კვირა არ წევთ ქვემოთ, ამის მიუხედავად საქართველომ შეძლო ამ პირობებში, წარმოიდგინეთ, კანდიდატის სტატუსთან მივედით. თქვენი ლოგიკით რუსეთის გავლით შევდივართ ევროპაში და ეს ხომ ასე არ არის სინამდვილეში. ამ მავნებლობის მიუხედავად, ჩვენ ევროინტეგრაციას ვახერხებთ ნაბიჯ-ნაბიჯ და რაღად უნდა სალომე ზურაბიშვილის პოპულისტური ან ხელის მოწერა, ან რეგიონში სიარული, მისი პიარი გააკეთოს ნაცმოძრაობამ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)