|
2023-11-30 15:46:08, 840 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ი დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად - ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების - მელია
"ნაციონალური მოძრაობა" დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერია მელია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ში მიმდინარე პროცესი 2024 წლის არჩევნებში დამარცხებით დასრულდება. "პროცესი დასრულდება ტოტალური საარჩევნო მარცხით - მეცხრედ წააგებენ. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს "ნაცმოძრაობაშია", ეს არის ძალიან კარგი, პარტია დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი - მელია. ეს პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ამის დასასრული რა იქნება, არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ალბათ, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ერთმანეთისგან გაყრას, თუ ვერ მოახერხებენ, ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)