|
2023-11-30 14:28:38, 866 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ხაზარაძეზე - კეზერაშვილის შემდეგ მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს
კეზერაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი. ისედაც ყველამ იცოდა, რომ ხაზარაძე იყო ოლიგარქი - მას გარდა იმისა, რომ საკუთარი პარტია აქვს შექმნილი, აქვს პირდაპირი გავლენები ტელევიზიებზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ლელოს" ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ხაზარაძემ "ფული კორუფციით იშოვა". "ამის მიღმა, რაც ჯერ მას არ უღიარებია, ეს არის ტელეკომპანია "მთავარზე" გავლენა. შემიძლია გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ის უხდის თვეში 200 ათას ლარს "ტვ პირველს" და 240 ათას ლარს "მთავარს", რის ხარჯზეც აქვს უზრუნველყოფილი გარკვეული დაფარვა ამ ტელეკომპანიებში. ეს მას შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სქემა. ის ახორციელებს შესაბამისი ტელევიზიების დაფინანსებას, რომ მიიღოს შესაბამისი სატელევიზიო დაფარვა. მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც კორუფციით აქვს ნაშოვნი ფული ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მერე სააკაშვილის რეჟიმიდანაც შოულობდა ფულს, ბიზნესის რეკეტის სქემაში იყო ჩართული. ის ვერ გაუტოლდებოდა სააკაშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს, მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იმ სქემისა, რომელიც იყო დაკავშირებული ბიზნესის რეკეტთან. ამის კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს, სადაც პირდაპირ ფიგურირებს ხაზარაძე, როგორც რეკეტი. ის არის ოლიგარქი და ეს იყო მისი თვითაღიარება",- ამბობს კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)