|
2023-11-30 13:54:49, 875 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სიმონიანზე - უხერხულობას არ მიქმნის, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე
უხერხულობას არ მიქმნის, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას. მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ აწყობს. "არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე - მოიწონებს თუ გამლანძღავს, საერთოდ არ მაინტერესებს. მე ვამბობ სიმართლეს, რომ დიახ, საქართველოს არ აწყობს რუსეთისთვის სანქციების დაწესება იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს დააზიანებს საქართველოს",- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სანქციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და იწონებს. "საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა. ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს",- წერს სიმონიანი Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)