|
2023-11-30 13:00:15, 804 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, პუტინისტებს დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს ნუ მივცემთ
ერთმანეთზე თავდასხმა, შეურაცხყოფა და დაყოფა არ არის ის, რაც დღეს ჩვენ ხალხს, საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, "რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, იმ ადამიანების დაპირისპირება, ვისაც საერთო ღირებულებები აქვთ, დიდი შეცდომა და დანაშაულია". "რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი პოზიციის გარჩევა და სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფა. უმნიშვნელოვანესია, ყველას ესმოდეს, რომ რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, დამატებით იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც რეალურად საერთო ღირებულებებზე და ერთ მხარეს ვართ, დიდი შეცდომა და დანაშაულია. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს. ყველა ჟურნალისტს აქვს უფლება, ჰქონდეს მისი პოზიცია, იყოს კრიტიკული და დასვას ყველა ის კითხვა, რაც აქტუალურია და აინტერესებს. პოლიტიკურ საკითხებს გავარკვევთ, გავარჩევთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ პოლიტიკოსები. გარკვეულმა განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს საერთო მიზნისკენ სიარულში, ეს მიზანი კი მკაფიოა - საქართველოს ევროპული მომავალი. მე ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ხალხთან, ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ საპასუხოდ და შესაბამისად მედიების, ჟურნალისტების უმრავლესობას მოეხსენება, რომ ყველა ჯერზე ვცდილობ ამომწურავად ვუპასუხო ყველა დასმულ შეკითხვას. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო. ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ",- წერს ლევან ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)