|
2023-11-29 22:36:41, 804 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი - ეს ქვეყანას განვითარებას მოუტანს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ მელაანში ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში არაფორმალური განათლების ცენტრს “მელოს” ესტუმრა და ახალგაზრდრბს შეხვდა. ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ამ ქვეყანას და მის ყველა რეგიონს კეთილდღეობასა და განვითარებას მოუტანს. ,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ, აქ მელაანში, სადაც ასეთი მხიარული, აქტიური და ცოცხალი ახალგაზრდები არიან. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ ასეთი ახალი სიცოცხლე დაიწყო ამ სოფელში, რომ თქვენ წამოიწყეთ ის, რასაც ეს ბავშვები თავიანთი განახლებული ენერგიით შემდგომაც გააგრძელებენ. მე ვნახე მათი ნახატები და თემატიკაც გასაგებია, ამას არ სჭირდება გრძელი სიტყვები. ესე იგი, ჩვენ ყველა ერთად ვგრძნობთ, ვიცით და გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ამ ქვეყანას და მის ყველა რეგიონს კეთილდღეობას, განვითარებას და თავისუფლებას მოუტანს და ეს ყველაფერი, ამავდროულად, უნდა მოხდეს თავისუფლად და არა ვინმეს ძალდატანებით; მაგალითად, თქვენი აქ მოსვლა და თქვენი მონაწილეობა ამ წრეში სრულიად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. სწორედ ასე უნდა იყოს ჩვენი მომავალი ჩვენი გადაწყვეტილი ჩვენი წესებითა და ჩვენი მოთხოვნებით აღჭურვილი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)