|
2023-11-29 13:49:25, 751 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - რეკომენდაცია ენმ-ს - თავმჯდომარის პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში „ხაბე“ იქნება, კენტ რიცხვებში - მელია
რეკომენდაცია გვაქვს "ნაცმოძრაობასთან" - დაამატონ ერთი პოსტი თავმჯდომარის - ლუწ რიცხვებში "ხაბე" იქნება, კენტ რიცხვებში მელია იქნება,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პარტიას 2024 წლის არჩევნებამდე მისვლისთვის "გეგმას" სთავაზობს. "ნაცმოძრაობაში" ისეთი სიხშირით ატარებენ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, რომ მე მგონი, პარლამენტის არჩევნები გამორჩებათ საერთოდ. ამიტომ, რეკომენდაცია გვაქვს "ნაცმოძრაობასთან", რომ რა გახდა ახლა, დაამატონ ერთი პოსტი თავმჯდომარის - ლუწ რიცხვებში "ხაბე" იქნება, კენტ რიცხვებში მელია იქნება. შაბათ-კვირას, ორივემ ხელჩაკიდულმა იაროს ხან კვიპროსში და ხან "ვივამედში". ასე ერთიანად გადაარჩენენ პარტიას და მივლენ არჩევნებამდე. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა, ერთი არის მაინც - გააუქმონ თავმჯდომარის პოსტი, სიმბოლურად მიიტანონ თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში სააკაშვილთან და იქ კი დახვდებათ ბოტასები და აღარ იქნება ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რეალობაა "ნაცმოძრაობაში" და თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მიხოხდებიან 2024 წლის არჩევნებამდე",- ამბობს მაჭარაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)