|
2023-11-28 13:52:55, 760 ნახვა
პოლიტიკა
ზავრადაშვილი ენმ-ს - მედიცინაში „ღიმილიანი საქართველოს“ პროექტი დატოვეთ - კბილები დააძრეთ ხალხს და გაღიმებულები დატოვეთ
ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში "ღიმილიანი საქართველოს" პროექტი დატოვეთ - კბილები დააძრეთ ხალხს და მართლაც, გაღიმებულები დატოვეთ,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. ზავრადაშვილის თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ხელისუფლებამ რევოლუციური ცვლილებები განახორციელა, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული ხელმძღვანელის,ჰამს კლუგეს შეფასება ადასტურებს. „2024 წლიდან ონკოლოგიური მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შექმნისთვის პირველადი დიაგნოსტიკის დაფინანსება გახდება პროგრამული, რაც უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაზე. ონკოლოგიური ქირურგია საქართველოში ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი შემოსავლებისა, გახდება უფასო. მომავალი წლიდან პენსიონერები უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ასევე მშობიარობა და საკეისრო კვეთა, პალატის, კვების, მედიკამენტების ანაზღაურებით იქნება უფასო. დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების და ოჯახის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში „ღიმილიანი საქართველოს" პროექტი დატოვეთ - კბილები დააძრეთ ხალხს და მართლაც, გაღიმებულები დატოვეთ",- განაცხადა ზავრადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)