|
2023-11-27 15:27:15, 726 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მოვუწოდებ „გამარჯვების კოალიციას“, ვაიძულოთ მთავრობა, სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა დაასუბსიდიროს
მოვუწოდებ "გამარჯვების კოალიციას”, ასევე სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა, დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პეტიციის შექმნის ინიციატივით გამოდის. "რუსი მიგრანტების მასობრივი შემოსვლის გამო, ბინებზე ქირის ფასები ქართველებისთვის მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის. მე მოვუწოდებ "გამარჯვების კოალიციას”, ასევე სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა, დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა და ეს ფული მოიტანოს იმ თანხებისგან, რომლებიც ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან. გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები",- წერს ექსპრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)