|
2023-11-27 14:32:31, 752 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დეკემბერში EU-ის გადაწყვეტილებას ველით - გვინდა გავმართოთ ეროვნული ზეიმი და კონცერტი
იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, დეკემბერში გვინდა გავმართოთ ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ზეიმი საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების "ერთობლივი მუშაობისა და ისტორიული გამარჯვების აღნიშვნა" იქნება. "იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 15 დეკემბერს მოხდება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო, ეროვნული ზეიმი, ასე რომ დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)