|
2023-11-26 11:34:20, 855 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი ზურაბიშვილს - ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად
ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ზელენსკის თქმით, საქართველომ და უკრაინამ "რუსეთის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას გაუძლეს". "ჩვენმა ერებმა გაუძლეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად“,- წერს ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის საპასუხოდ სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, მანამდე, 25 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] დაწერა: "სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)