|
2023-11-22 21:25:34, 712 ნახვა
პოლიტიკა
„რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - ენმ 11 პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს აქვეყნებს. მანიფესტის ტექს უცვლელად გთავაზობთ : „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 პუნქტი - 23 ნოემბრის მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ 33 წელზე მეტია, ქართველმა ხალხმა საბჭოთა მემკვიდრეობის ჯაჭვების ნაცვლად, თავისუფლების არჩევანი გააკეთა. გაერთიანებულმა და ძლიერმა ქართველმა ხალხმა ერთხმად მოითხოვა უკეთესი მომავალი, ღირსეული ცხოვრება, ნამდვილი თავისუფლება. თავისუფლება, თუნდაც ერთხელ მიღებული, საჭიროებს მუდმივ დაცვას, მოფრთხილებასა და გაფართოებას. თავისუფლება თუ არ იზრდება, მაშინ იკვეცება, რადგან მისთვის არ არსებობს სტატიკური მდგომარეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის 32 წლიან პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წელია არსებობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკურ პარტიად აქცევს. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს 2003-2012 წლებში ხელისუფლების როლში ვემსახურეთ და 2012 წლის შემდგომიდან, როგორც ოპოზიცია ვემსახურებით - ვართ მათი ხმის გამხმოვანებელი და დემოკრატიის დარაჯი. ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებას პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა მიმართ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ქართველმა ხალხმა იცის რა სურს და ითხოვს ცვლილებებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. როგორც თავისუფლება, ზუსტად ასევე, თავისუფლებისთვის მებრძოლთა გზები ვერ იქნება სტატიკური და ახალ დროებას უნდა შეესაბამებოდეს. დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს, რომლითაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და რა ღირებულებებითაც ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და აძლიერებს ქართველი ხალხის უკეთესობისკენ სწრაფვას. დროა, ქართული საზოგადოება ისევ გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ გვესმის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში საკუთარი უნიკალური როლი აქვს შესასრულებელი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ერი არის მრავალეთნიკური, ძლიერი რეგიონალური კულტურული ინდივიდუალიზმისა და შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ერთობა, ქართველი ხალხი სამართლიანი და არსობრივად ევროპელია, ხოლო ქართული კულტურა და ღირებულებები კი, დიდი ევროპული ოჯახის კულტური ნაწილია. ჩვენი ერთობის 11 პუნქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და აყალიბებს სახელმწიფოს, სადაც:
აღნიშნულ მანიფესტზე ხელმოწერით: პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ვერთიანდებით და ვირაზმებით მთავარი მიზნის მისაღწევად - გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა, კრავს და აძლიერებს პარტიას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ღია, ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენ ასევე სრულიად მივესალმებით პარტიულ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე, ჯანსაღ, ცოცხალ პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლები, პარტიის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნული პრინციპების დაცვით, გადაინაწილებენ მეტ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში. ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ", - ნათქვამია მანიფესტში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)