|
2023-11-21 15:24:18, 1555 ნახვა
რეგიონი
ქედაში 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ჯემალ ტაკიძემ წარადგინა. "მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25 467 800 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2023 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 3 000 000 ლარით გაიზარდა. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 123 200 ლარით გაიზარდა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პროგრამები 1 859 800 ლარით გაიზარდა. ასევე, გაზრდილი ბიუჯეტით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროგრამები და პროექტები განხორციელდება, როგორიცაა: სპორტული ინფრასტრუქტურა, მეწყერსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა და აშ. 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნით უბრუნებს მერს. მერი შენიშვნებს საფინანსო სამსახურთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილავს და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს, არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს საკრებულოს, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტს კენჭს უყრის მორიგ სხდომაზე. 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე პასუხობდა.", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)