|
2023-11-21 11:52:52, 943 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Green Waves 210 ჰექტარზე ნუშის ბაღებს გააშენებს
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „Green Waves“ საგარეჯოში, 210 ჰექტარზე, ნუშის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონი ლარია, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 11 მილიონ ლარს შეადგენს და ის საირიგაციო სისტემების მოწყობას, ნიადაგის მომზადების სამუშაოებს, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკისა და ნერგების შეძენას გულისხმობს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში „Green Waves“-ის ჯგუფი ყოველწლიურად 500 ტონამდე მოცულობის ნუშის მოსავალს ელის, რომლის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე უზრუნველყოფს. ჯგუფს მასშტაბური გეგმები აქვს და სამომავლოდ ნუშის სამტვრევი, სორტირების და შეფუთვის საწარმოსა და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობას გეგმავს. „საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ „Green Waves“-სთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს, როგორც ნუშის მწარმოებელი ქვეყნის პოზოციონირებასა და რეგიონებში აგრო წარმოების განვითარებაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საგარეჯოს რეგიონში და მიგვაჩნია, რომ ქართული ნუში მალე დაიმკვიდრებს თავს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)