07:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:43:02, 752 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს დაცვის აქტი“ - „ლელომ“ 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

პარტია "ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა. 

ხაზარაძის განცხადებით, "საქართველოს დაცვის აქტი" 9 პუნქტისგან შედგება, რომლის მიზანსაც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოადგენს.

"ლელოში" ჩვენ გვჯერა, რომ დროა, მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს "ლელო" აცხადებს 9-პუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი, საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი.

ხვალ, "ლელოს" საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს "საქართველოს დაცვის აქტს", 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში",- თქვა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, "საქართველოს დაცვის აქტში" შედის:

  1. სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;
  2. დასაქმების ბაზრის დაცვა (პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას);
  3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა;
  4. რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა
  5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;
  6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;
  7. პირდაპირი ფრენების აკრძალვა;
  8. რუსულის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;
  9. რუსული ფონდების აკრძალვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics