2023-11-20 11:08:41, 631 ნახვა
რეგიონი
ქედის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა
ქედაში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ტრადიციულად, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან ერთად საპატიო ქედელები დააჯილდოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ. „მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნენ კულინარიულ მასტერკლასებს, ჯარას პრეზენტაციას, ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის, კალათების ქსოვის იმიტაციებს და ღვინის დაწურვის ცერემონია. მოეწყო ღვინის ფოტო კუთხე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, სამუზეუმო ექსპონატების, საწარმოებისა და ფერმერების პროდუქციების გამოფენები. გამოიფინა ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონატები. ასევე, ქსოვის, რეწვის, ხეზე კვეთის, ფოლკლორული ნიმუშები. გაიმართა ქედის ღვინის მარნების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რაც მიზნად ისახავს ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას, პოპულარიზაციას. გამოვლინდა 23 „საუკეთესო მეღვინე“, რომლებიც სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მოეწყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ქედის საჯარო სკოლასთან არსებული „ეკო კლუბის“ ბავშვების და წითელი ჯვრის კუთხეები. პარალელურად გაიმართა საბავშვო გასართობი პროგრამები, სპორტული ქტივობები, ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ ბავშვების გართობაზე, ასევე პატარებს გაუმასპინძლდნენ მათი საყვარელი ტკბილეულით. „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ არის დღე სტუმარმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის. შესაბამისად, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის სახლთან არსებული ინდივიდუალური შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები აფორმებდნენ. საღამო მოწვეული ბენდების „ელანძე“, „თორღვა“ და „ბალაბანის“ კონცერტით გაგრძელდა, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ნიკა მელია - ივანიშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მისთვის ხელისუფლება არის ძალის დემონსტრირება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინერეობს, მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
გიგი უგულავამ პროცესზე სამართალდამცავებს მიმართა - სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას
სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს თხოვნით მიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|