01:51 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 14:37:20, 637 ნახვა

ეკონომიკა
ცინცაძე - რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა

ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კოორდინაციით, რომელიც ეროვნულ ბანკთან გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

ცინცაძის თქმით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და მედიკამენტები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, ხოლო 2024 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებლებთან იქნება მიახლოებული" - განაცხადა ცინცაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics