|
2023-10-12 14:10:04, 1099 ნახვა
ეკონომიკა
გადაცვალე ვალუტა საუკეთესო კურსით „ემბისიში“
ლარი საქართველოს ოფიციალურ ვალუტად ეროვნული ბანკის საბჭომ 2014 წლის 7 ივლისს დაამტკიცა და მას შემდეგ, ის ქვეყნის ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა. რაც შეეხება აშშ დოლარს, მართალია ის ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ვალუტაა, მაგრამ მოიაზრება როგორც ყველაზე სტაბილური ვალუტა და ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება ოფიციალური ვალუტად. გარდა ამისა, აშშ დოლარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი წარმოადგენს სხვა დანარჩენი სახელმწიფოების ვალუტების მსყიდველობითი უნარიანობის და სავალუტო კურსის განსაზღვრის საფუძველს. ამასთანავე, საერთაშორისო მასშტაბით ასრულებს საგადასახადო და სარეზერვო საშუალების ფუნქციას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ დოლარი - ლარის ურთიერთდამოკიდებულება. კურსი ხშირად იცვლება და გავლენას ახდენს არამარტო საფასო სეგმენტზე, არამედ ზოგადად ეკონომიკაზე. დღის რა მონაკვეთში ხდება ცნობილი მეორე დღის ვალუტის კურსი? აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით ანგარიშდება და ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არა უგვიანეს 17:00 საათისა, მოქმედების ვადა კი განისაზღვრება შემდეგი დღის კურსის დადგენამდე. ასე რომ, თუ გაინტერესებთ, როგორი კურსი ექნება დოლარს ხვალ, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ 17:00 საათის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა - გაყიდვა მომგებიანი კურსით გსურთ, „ემბისის“ გაცვლითი კურსი უნდა შეამოწმოთ და ისარგებლოთ კონვერტაციის მოქნილი და მოხერხებული საშუალებით. თუ 17:00 საათის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ აშშ დოლარის კურსი თქვენთვის სახარბიელოდ შეიცვალა და ვერ ასწრებთ ფილიალში მისვლას, სანერვიულო არაფერია, რადგან ძალიან მარტივად შეგიძლიათ სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად იყიდით ან გაყიდოთ ლარი ონლაინ. ამისთვის, დაგჭირდებათ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ონლაინ კაბინეტის დარეგისტრირება და კონვერტაციის განაცხადის გაკეთება. შემდეგ კი, „ ემბისის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვიდან რამდენიმე წუთში მიიღებთ თქვენთვის სასურველ ვალუტას იმ ანგარიშის ნომერზე, რომელიც მითითებული გაქვთგანაცხადში. „ემბისის“ ონლაინ კონვერტაციის განსახორციელებლად სულ რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ:
თუ ვალუტის გადაცვლას „ემბისის“ სერვის ცენტრებში მოისურვებთ, მომსახურებას მიიღებთ სამუშაო დღეებში - 09:50-დან 18:00 საათამდე; შაბათს კი - 09:50-დან 14:00 საათამდე.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)