|
2023-09-30 10:34:53, 656 ნახვა
ეკონომიკა
აჭარა World Travel Awards-ზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება გაიმართა. ბათუმმა ''World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარამ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმმა კი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა. ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards-ის მფლობელი შარშან მეორედ გახდა, პირველად ტურისტული „ოსკარი" ამ საკურორტო ქალაქმა 2019 წელს მოიპოვა. World Travel Awards-ის გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის არიან Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix. World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იყო წარდგენილი. დღევანდელ დაჯილდოებაზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა. ''World Travel Awards''-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)