21:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 14:40:04, 1824 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ დონეცკში სამხედრო ცენზურა და კომენდანტის საათი დააწესეს

დროებით ოკუპირებულ დონეცკში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ცენზურა და კომენდანტის საათი დააწესეს.

შესაბამის განკარგულებას ხელი ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, რეგიონში კომენდანტის საათი სამუშაო დღეებში 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

ახალი განკარგულებით, იკრძალება მიტინგების, დემონსტრაციების, მარშების, პიკეტებისა და გაფიცვების მოწყობა. ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უწყებებისაგან თანხმობის გარეშე, იზღუდება ნებისმიერი სახის მასობრივი შეკრების უფლებაც. ამასთან, დაწესდა სამხედრო ცენზურა, რომელსაც მოსახლეობის სატელეფონო ზარები, შეტყობინებები და საფოსტო გზავნილები ექვემდებარება.

დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკა გააძლიერებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე სამხედრო, მნიშვნელოვანი სამთავრობო, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ობიექტების დაცვას.

გარდა ამისა, რეგიონში დაიწყო მოგზაურობის აკრძალვა თანამდებობის პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისა და ყოფილი სამხედროებისთვის (გასვლის ნებართვა უნდა მიიღოთ ერთი თვით ადრე).

ასევე დააწესდა კომუნიკაციის სპეციალური რეჟიმი მეზობელ რეგიონებთან. რეგიონის ე.წ. საზღვრებზე კი, „ფილტრაციისა და საკონტროლო პუნქტები“ დამონტაჟდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics