|
2023-09-23 17:46:06, 1367 ნახვა
სამართალი
გამომძიებელი - მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის, ირაკლი ლუხოშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დაკავებულმა ნიკა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. როგორც ლუხოშვილმა მელიასთან შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას ისურვებს, უწყება ყველა შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებას გაატარებს. "სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ჩვენ შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით, შევხვდით დაკავებულ ნიკა მელიას დღეს. ბატონმა ნიკა მელიამ არ ისურვა გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. თუკი, დაკავებული პირი ისურვებს გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას, ჩვენ მიერ გატარდება შესაბამისი ზომები... უშუალოდ მე როდესაც შევხვდი დაკავებულ პირს, ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება, თუმცა დაკავებული პირი თუ ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის, გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა",- თქვა გამომძიებელმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ ომბუდსმენის რწმუნებულთან პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა. მელია გუშინ, 22 სექტემბერს გლდანში თანაპარტიელებთან - ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავასთან ერთად დააკავეს. შსს-ს ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა. დაკავებამდე, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა. მელია და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სწორედ თავდასხმის ადგილზე მისვლის შემდეგ დააკავეს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)