|
2023-09-20 14:06:51, 747 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებსა და გრანტის მქონე სტუდენტებს ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს გადასცემს
ქედის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100%, 70% და 50%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტთა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წარმატებული 28 კურსდამთავრებულიდან, 24 - მა მოსწავლემ ოქროს, ხოლო 4-მა მოსწავლემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომლებსაც მერია 500 და 300 ლარის ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის თქვენი ცოდნა და უნარები, რომლებსაც სკოლასა თუ უნივერსიტეტში იძენთ, რაც დაგეხმარებათ მომავალში თვითრეალიზაციაში და მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში. გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს“,- აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. მათივე ცნობით, ასევე აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტიდან წელს 127 აბიტურიენტი აბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მათგან უმაღლეს სასწავლებლებში 123 ახალგაზრდა ჩაირიცხა, ხოლო გრანტი 8 სტუდენტმა მოიპოვა, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში 1000, 700 და 500 ლარის ფულად ჯილდოს გადაეცემათ. „მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, რესურსცენტრის უფროსს დურმიშხან შავიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს და უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგებით ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)