|
2023-09-19 10:50:44, 1003 ნახვა
სამართალი
მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - საგამოძიებოს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლესა და სიდედრს ესროლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია ბრალდებული. კვარაცხელიას თქმით, შემთხვევის შემდეგ, მამაკაცმა თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს",- განაცხადა კვარაცხელიამ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)