2023-09-13 20:18:17, 616 ნახვა
სამართალი
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მ. ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის" საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მ. ქ.-მ სხვადასხვა დროს 60 000 ლარი გაიტანა. "ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის" სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 60 000 ლარი, რომელიც მ. ქ.-ს მართლზომიერ განკარგულებაში იმყოფებოდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოყენებულა და ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა. მ. ქ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლომ მ. ქ.-ს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ მ.ქ. არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა. მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ირაკლი კობახიძე - გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
მამუკა მდინარაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა
|
ომი უკრაინაშიპესკოვი - პუტინი, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, BRICS-ის მონაწილეების ძალისხმევას მიესალმება
ოსტინი - უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით - მას გამარჯვება შეუძლია
არჩევნები 2024
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავენ
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროკავშირის 13 ქვეყანა: საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ კურსს არ შეცვლის
მთავარი თემა
|