|
2023-09-10 11:39:19, 939 ნახვა
ეკონომიკა
რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023 ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს უმასპინძლეს
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიძის სმიტს უმასპინძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ბალტიის ქვეყნების ბაზარი, ჩვენი აგროსასურსათო ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით ყველაზე დიდ რეგიონულ გამოფენაზე RIGA FOOD, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, წარმოდგენილია 8 ქართული კომპანია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტში საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები. გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. RIGA FOOD 7 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)