00:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 15:43:16, 1791 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარადგინა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას რუსტემ უმეროვის მიმართ აქვს ნდობა "მიღებულ გადაწყვეტილებებში, ნდობა შესყიდვებში, ნდობა დაგეგმილი და განხორციელებული მიწოდების მიმართ და ნდობა ქვედანაყოფებსა და უკრაინის თავდაცვის სისტემის კავშირებში".

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ახალი მინისტრის წინაშე დგას.

"ეს არის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია მთელი თავდაცვის სექტორის კოორდინაციაზე. უკრაინელი ჯარისკაცი თავდაცვის ძალების მთავარი პრიორიტეტია. თუ მეომრის სიმტკიცისთვის საჭიროა თავდაცვის ძალების აქტივობაში ცვლილებები, მაშინ ასეთი ცვლილებები მყისიერი უნდა იყოს. ყველაფერი, რისი გაციფრულებაც შესაძლებელია, უნდა იყოს გაციფრულებული. ყველა ბიუროკრატიული პროცედურა, რომელიც შეიძლება გაუქმდეს, უნდა გაუქმდეს. ყველაფერი, რაც ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს, უნდა მოიძებნოს და მიეწოდოს უკრაინულ ჯარებს. საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულების ახალი ფილოსოფია: ხალხი არ არის დასაკარგი, მათი დრო და ენერგია სახელმწიფოს ღირებულებაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსტემ უმეროვი უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ზელენსკის წარდგინებით უკრაინის თავდაცვის მინისტრად გუშინ, 6 სექტემბერს დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics