|
2023-09-01 10:02:36, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ
თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. "თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ. თუ ეს არჩევნებია, მაშინ ის ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, იმისათვის, რომ სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ, ფრონტის ხაზზე, ამიტომ ჩვენ დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან გვჭირდება. მინდა, ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად, როგორც ეს წინა არჩევნებზე მოხდა, როცა პრეზიდენტი გავხდი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად... ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დაბომბვის საფრთხე არ არსებობდეს, რომ ხალხი დაცული იყოს ტერიტორიებზე",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)