13:59 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 12:32:15, 1259 ნახვა

რეგიონი
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამთავრობო უწყებების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა ქ. ბათუმში  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„თარიღის აღნიშვნის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების ტკივილის გაზიარება და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც  ახლობელი ადამიანის გაუჩინარების შედეგად იქმნება.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული, რომელთა ოჯახებისთვის დღემდე უცნობია  მათი ახლობელი ადამიანების ხვედრი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics