16:32 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 19:09:42, 850 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს

გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ის დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ბლედის საერთაშორისო ფორუმზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის ამბიციური, მაგრა აუცილებლად შესასრულებელი მისია.

"გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ის დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, გაფართოება არ არის ოცნება, ახლა წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც", - განაცხადა მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics