01:18 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 15:19:26, 1502 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

როგორც პროკუდინი აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სოფელ სადოვოესზე იერიში ჭურვებით მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 63 წლის ქალი, ხოლო 58 წლის კაცმა მრავლობითი ჭრილობა მიიღო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"რუსეთის მიერ სოფელ სადოვოეს დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. დაახლოებით დილის 10:40 საათზე, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კორპუსს ჭურვები დაუშინეს.

სამწუხაროდ, ეზოში მყოფი 63 წლის ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 58 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობით საავამყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა", - აღნიშნავს პროკუდინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics