02:02 - 29 Sep, 2026
|
2023-08-26 12:57:52, 1477 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - ყირიმში მდებარე რუსულ ბაზაზე დრონით დარტყმა განვახორციელეთ
უპილოტო საფრენი აპარატით ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იერიში მივიტანეთ. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტო (GUR) იუწყება. რუსული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 42-ვე დრონის ჩამოგდება შეძლო და აღნიშნავენ, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოცემა Reuters-ის გადმოცემით, ადგილობრივები მსხვერპლის, აფეთქებებისა და ჩაკეტილი გზების შესახებაც იტყობინებოდნენ. ”ჩვენ ვადასტურებთ, რომ დარტყმა მართლაც განხორციელდა”, - განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა. ცნობისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო, რამდენიმე საათით დაკეტილი იყო მოსკოვის აეროპორტები, 20-ზე მეტი რეისი გადაიდო, 8 კი გაუქმდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)