|
2023-08-26 11:47:48, 952 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - აშშ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დადგენას ცდილობს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქში კერძო კომპანია "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენას ცდილობს. "მე არ შემიძლია, ამაზე დაზუსტებით საუბარი... ვცდილობთ ზუსტად დავადგინოთ, მაგრამ არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა ბაიდენმა. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ "რუსეთში ცოტა რამ ხდება, პუტინის გარეშე". შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, დაახლოებით 18:20 საათზე, რუსეთის ტვერის რეგიონში, კერძო თვითმფრინავი Embraer ჩამოვარდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ირწმუნება, რომ ბორტზე, დადასტურებული ცნობით, სამხედრო გაერთიანება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)