16:34 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 16:36:35, 788 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - განცხადებები, რომ ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, აბსოლუტური სიცრუეა

დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, აბსოლუტური სიცრუეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელია, კონკრეტული ტესტის შედეგებს დაელოდონ და თემით სპეკულაცია არ მოხდეს.

„ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ჯერ ბევრი ფაქტი არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics