|
2023-08-19 16:57:06, 917 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - პუტინი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის ხალხს და არმიას სწირავს
პუტინი აპირებს, მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება,-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ მედიასთან El Pais-თან საუბრისას განაცხადა. ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებით „თითქმის ყველაფერში შეცდა“ "პუტინი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის თავის ხალხს და არმიას სწირავს. ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება",- განაცხადა ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ბოლო მოლაპარაკებები და ხაზი გაუსვა ჩინეთის მონაწილეობასაც. "ჩინეთი ხმამაღლა არასდროს იტყვის, რომ ამცირებს მხარდაჭერას რუსეთისადმი ან ხელს უწყობს მის აშკარა დამარცხებას. პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული ვითარებით, ყოველ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის შეხსენებით... უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც „ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი",- დასძინა ბორელმა.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)