02:44 - 29 Sep, 2026
|
2023-08-19 13:22:35, 1515 ნახვა
ომი უკრაინაში
პროკუდინი - რუსებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 10 კი დაშავდა. "ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითმფრინავებიდან. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 15 ჭურვი ესროლეს. რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. ხერსონის ოლქში დაზიანებულია მაღაზია, საწარმოს ტერიტორია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკლესია",- განაცხადა პროკუდინმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)