18:34 - 06 Oct, 2026
|
2023-08-16 21:57:00, 803 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთმა 350 მილიონი ევროს ღირებულების სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა
ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების სანქციებს დაქვემდებარებული, გაყინული აქტივების ჯამური მოცულობა 347.36 მილიონი ევროა, - ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ განაცხადა. ჩეხეთის ელჩის თქმით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას იმ რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. ამავდროულად, მატულამ კიევს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაში პრაღის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში ჩეხეთის პრემიერმა, პეტრ ფიალამ გამოაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ასობით მილიონი კრონის ღირებულების აქტივები გაყინა, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)